პროექტის შესახებ
პროექტი “ციფრული სკოლა-საქართველო” 2018 წლის სექტემბერში დაიწყო ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და ტალინის უნივერსიტეტის (ესტონეთი) კოორდინირებით. პროექტი ესტონურ გამოცდილებას ეყრდნობა და საქართველოს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. თანამონაწილეობითი დიზაინის, მონაცემებზე-დაფუძნებული გადაწყვეტილებების, თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვით.
პროექტის ფარგლებში 120 სკოლის გუნდი მომზადდება, სკოლიდან 6 წევრის მონაწილეობით (სულ 720 მონაწილე).
მონაწილეები:
- სკოლაში ციფრულ სასწავლო პრაქტიკას შეაფასებენ და მასზე დაყრდნობით შეიმუშავებენ ციფრულ სტრატეგიას
- სასკოლო დონეზე დანერგავენ ციფრულ სტრატეგიაში გაწერილ აქტივობებს
- ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დასანერგად შესაბამის ციფრულ ინსტრუმენტებს გაეცნობიან და გამოიყენებენ
- მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაში, წარმატებული პრაქტიკის მაგალითებისა და ციფრული ინოვაციების გავრცელების მიზნით.
პროექტში მონაწილეობა სკოლებს ასევე დაგეხმარებათ:
- სასკოლო და საკლასო კვლევა დაგეგმოთ და განახორციელოთ, მიიღოთ შესაბამისი რეკომენდაციები და რჩევები
- სკოლის სამოქმედო გეგმა მოამზადოთ მომავალი სასწავლო წლისთვის
- სკოლის ბაზაზე ჩამოაყალიბოთ გუნდი, რომელიც მზადაა ციფრული ინოვაციების დასანერგად.
აღნიშნულ პროექტში ასევე არის ჩართული სსიპ ჟული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის N4 საჯარო სკოლაც. სკოლა აქტიურად ანხორციელებს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს.
No comments:
Post a Comment